пятница, 15 апреля 2011 г.

პროექტის სახელწოდება: გაზაფხული
პროექტის მოკლე თემა: გაზაფხულის სილამაზე და  ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების აღწერა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან გაზაფხულის მახარობელ მცენარეებსა და ფრინველებს,შეადგენენ მასზე ნახატებს.
პროექტის მიზანი: ბავშვები განივითარებენ იმფორმაციის შეძენის და საზოგადოების წინაშე წარსდგენის უნარ–ჩვევებს.შეექმნებათ წარმოდგენა გაზაფხულის პირველ მახარობელ მცენარეებსა და ფრინველებზე.მოიძიებენ ლექსებსა და მოთხრობებს გაზაფხულზე.
მონაწილეთა ასაკი: 8 წელი.
ვადები: 10 დღე
მოსალოდნელი შედეგები: ეს პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი,გამოიმუშაონ მხატვრული კითხვის უნარი და შეძლონ ანალიზის გაკეთება.ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას და ჯგუფურ  მუშაობას.
 საჭირო რესურსები: წიგნი,  სახატავი ფურცელი, ფერადი ფანქრები, ფოტო აპარატი, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა: ჯგუფს ვყოფ 3 ნაწილად.პირველი ჯგუფი აღწერს გაზაფხულის ბუნებას,  მეორე ჯგუფს მივცემ დავალებას შექმნას ნახატები გაზაფხულზე, მესამე ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია საჭირო წყაროებიდან გაზაფხულის შესახებ.მართავენ დიდკუსიებს,  მოძიებულ მასალებსა და ფოტოებს განათავსებენ თავიანთ ალბომებში.
საგნებთან კავშირი: ქართული,სახვ.ხელოვნება,ბუნება.
პროექტის ხელმძღვანელი: ზოია ლომინეიშვილი.
ხელმძღვანლის ელ.ფოსტა: z.lomineishvili@hotmail.com
პროექტის ვებ–გვერდი: zlomineishvili.blogspot.com